ბლინკენი NATO–ს მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება: "გვსურს, გამოვაცოცხლოთ ალიანსი"
23/03/2021 11:25:49 მსოფლიო
აშშ NATO–ს მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრეს–კონფერნციაზე განაცხადა.
"მე დღეს ბრიუსელში ვიმყოფები, რათა გამოვხატო აშშ–ის მტკიცე მხარდაჭერა ალიანსის მიმართ, რომელიც 70 წელიწადზე მეტია, ტრანსატლანტიკური საზოგადოების მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედია. ვიმყოფები ბრიუსელში, რადგან აშშ-ს სურს, აღადგინოს ჩვენი პარტნიორული კავშირები, პირველ რიგში, ჩვენ ნატოელ მოკავშირეებთან. გვსურს, გამოვაცოცხლოთ ალიანსი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის სადღეისოდ ისეთივე ძლიერი და ეფექტურია, როგორც წარსულში იყო", – განაცხადა ბლინკენმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში 23–24 მარტს NATO–ს მინისტერიალი იმართება. მინისტერიალის მთავარი საკითხებია ავღანეთში შექმნილი ვითარება და რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები.


