ბენდელიანი: "ვაშლიჯვარში მონიტორინგისთვის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება"
23/03/2021 11:03:42 საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე, სადაც მეწყერული პროცესები ვითარდება სპეციალური სისტემა დამონტაჟდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ მეწყერული პროცესების გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს შესაბამისი სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები დაახლოებით, კვირის ბოლოსთვის იქნება. შეზღუდვები კი მიმდებარე არეალზე ძალაში რჩება.


