გამყრელიძე - რეინფიცირების შემთხვევებზე: "კვლევაშია რამდენიმე ადამიანი და მატება გვექნება"
23/03/2021 09:03:19 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები გაიზრდება.
„კვლევაშია რამდენიმე ადამიანი, თუმცა საბოლოო დადასტურებული არ არის. მატება გვექნება. რთულია თქმა, რამდენი იქნება - ეს არ იქნება ათობით, მაგრამ რამდნეიმე ერთეული დაემატება. მატება გვექნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.


