"საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე შემთხვევაა დადასტურებული"
23/03/2021 08:59:17 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა.
როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, კვლევებით დადგენილია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ არსებული ავქცინები ახალ შტამსაც ფარავს.
„ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. ალბათ ჩვენთანაც იქნება, მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს“,- განაცხადა გამყრელიძემ.


