NDI–ს კვლევის შედეგების თანახმად, 2020 წლის დეკემბრის შემდეგ "ოცნების" მხარდაჭერა შემცირდა, ენმ-ის გაიზარდა
23/03/2021 08:43:49 საზოგადოება
აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, 2020 წლის დეკემბრის "ქართული ოცნების" მხარდაჭერა შემცირდა, "ნაციონალური მოძრაობის" გაიზარდა.
კერძოდ, NDI–ს ახალი კვლევის (2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდი) შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 23% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართულ ოცნება” დგას, 7%-სთვის კი – “ნაციონალური მოძრაობა”.
NDI–ს მიერ 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად კი, გამოკითხულთა 31% თვლიდა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართულ ოცნება” იდგა, რესპონდენტთა 5% კი “ნაციონალური მოძრაობას” ასახელებდა.


