Accentnews.ge
NDI – პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური რესპონდენტთა 13%-მა დაკარგა, ხოლო უმეტესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს

NDI – პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური რესპონდენტთა 13%-მა დაკარგა, ხოლო უმეტესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს

23/03/2021 08:20:15 საზოგადოება

აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური რესპონდენტთა 13%-მა დაკარგა, ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 13% ამბობს, რომ სამსახური დაკარგა, 12%– კი აცხადებს, რომ ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა, ხოლო რესპონდენტთა უმეტესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს.

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S