NDI – რესპონდენტთა 36% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს
23/03/2021 08:08:33 საზოგადოება
აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში რესპონდენტთა 36% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს.
კითხვაზე, "როგორ აფასებთ პარლამენტის საქმიანობას?", პასუხები ასე გადანაწილდა:
- ცუდად 36%
- საშუალოდ 38%
- კარგად 14%
გარდა ამისა, მოსახლეობის 54% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.
კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


