Accentnews.ge
NDI – გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება

NDI – გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება

23/03/2021 08:04:36 საზოგადოება

აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება.

ეს მონაცემი გაზრდილია 2020 წლის დეკემბრის კვლევასთან შედერებით, მაშინ მთავრობის ქმედებებს დადებითად გამოკითხულთა 60% აფასებდა.

კითხვაზე, "საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას?", პასუხები შემდეგია:

  • 68% - კარგად;
  • 27% - ცუდად;
  • 4%- არ ვიცი;

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S