NDI – რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
23/03/2021 08:01:36 საზოგადოება
აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
კითხვაზე, "როგორ ვითარდება ქვეყანა?", მონაცემები ასე გადანაწილდა:
- სწორი მიმართულებით 25%;
- არასწორი მიმართულებით 44%;
- საერთოდ არ იცვლება 22%;
კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


