Accentnews.ge
NDI: რესპონდენტთა 53% აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებს

NDI: რესპონდენტთა 53% აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებს

23/03/2021 07:56:28 საზოგადოება

აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში რესპონდენტთა 53% აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებს. 35% ამბობს, რომ აიცრებოდა; 12%-მა არ იცის, გაიკეთებდა თუ არა აცრას.

კითხვაზე, "რატომ არ აიცრებოდი?", გამოკითხული მოსახლეობის - 48% ამბობს, რომ ვაქცინას არ ენდობა, 20% აცხადებს, რომ ვირუსს ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება, 10%-ის თქმით ჯანმრთელობის მიზეზის გამო ვერ აიცრებოდა. 6% კი აცხადებს, რომ არ აიცრება, რადგან ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს.

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S