
სომხეთში 8 სახელმწიმფო უწყების შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა
14/05/2019 14:48:28 კავკასია
სომხეთში დღის განმავლობაში სახელმწიფო შენობებში ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური ზარები არ წყდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჯამში 8 სახელმწიფო უწყების, მათ შორის მთავრობის კანცელარიის თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც საგანგებო სიტუაციაში სამსახურში აცხადებენ, ყველა შენობა საგულდაგულოდ შემოწმდა და ჯერ–ჯერობით არც ერთ მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ უპოვიათ.