Accentnews.ge
ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა

23/03/2021 06:52:48 საზოგადოება

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა. კერძოდ, გუშინ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 262 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს – 528.

დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით გარდაიცვალა 4 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 299 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 903 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 296, „პისიარ“ ტესტით – 6 607.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,53% ბოლო 14 დღის – 1,61%, ბოლო შვიდი დღის – 1,82%.

კარანტინის რეჟიმშია 203, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 467 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 179 პირი.

ამასთან, 22 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 178 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 668 პირი გამოჯანმრთელდა, 3 714 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S