Accentnews.ge
ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

23/03/2021 06:07:42 საზოგადოება, რეკლამა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-3) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე საშუალოა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა) და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S