Accentnews.ge
მიტროპოლიტი დიმიტრი: "ვაქცინაცია ერთერთი მთავარი იარაღია, რომელიც ნორმალურ ყოფას აღადგენს"

მიტროპოლიტი დიმიტრი: "ვაქცინაცია ერთერთი მთავარი იარაღია, რომელიც ნორმალურ ყოფას აღადგენს"

23/03/2021 05:47:50 საზოგადოება

"ვაქცინაცია ერთერთი მთავარი იარაღია, რომელიც ნორმალურ ყოფას აღადგენს", – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, დიმიტრი შიოლაშვილმა განაცხადა.

"პანდემია, არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები. ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე და მათ გარდაცვალებაზე", – წერს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი სოციალურ ქსელში და საბერძნეთის ეკლესიის მიტროპოლიტის იეროთეოსის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ვაქცინას იკეთებს:

ცნობისთვის: საქართველოში პირველი აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 21 მარტის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 277 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 270 369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3710 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S