საქართველოში მიწისძვრა მოხდა
22/03/2021 21:24:15 საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 01:10 საათზე დაფიქსირდა.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონთან დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.


