Accentnews.ge
მოქალაქე, რომელსაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ჯანმრთელი აღმოჩნდა: „ეს მასიურად ხდება და დუმილი დანაშაულია!“

მოქალაქე, რომელსაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ჯანმრთელი აღმოჩნდა: „ეს მასიურად ხდება და დუმილი დანაშაულია!“

22/03/2021 20:16:09 საზოგადოება

AFG–ს გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი პაციენტის შესახებ საუბრობს, რომელსაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა საფრანგეთში „ჯანმრთელი აღმოჩნდა.

„თავს ვალდებულად ვთვლი დავიცვა იმ ადამიანის პირადი კონფიდენციალური მონაცემები, რომელიც თანახმაა საჯაროდ გამოვაქვეყნო დოკუმენტი, სადაც მისი ავადმყოფობის დიაგნოზია მითითებული.

ქალბატონმა N-მა 2020 წლის ივლისში, ჩივილებით მიმართა უროლოგიის ეროვნულ ცენტრს "უროლაბი"-ს. კვლევის შედეგად, მას დაუდგინეს შარდის ბუშტის სიმსივნე (მე-3 სტ).

დიაგნოზის დასმა მოხდა ტრანსურეთრული რეზექციით, რომელიც ქირურგიული ჩარევით ხორციელდება. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ ექიმები ქიმიოთერაპიას მიმართავენ, რომლის დროსაც პრეპარატები პირდაპირ შარდის ბუშტში შეჰყავთ.

პაციენტი არ მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, ამიტომ მკურნალობის ხარჯები, რომელიც კოლოსალური იყო, ოჯახს უნდა გადაეხადა.

ოჯახმა დასახმარებლად ჩვენ მოგვმართა და ქალბატონი საფრანგეთის ერთ-ერთ ონკოლოგიურ კლინიკაში მოვათავსეთ, რის შემდეგაც დაიწყო ინტენსიური გამოკვლევები.

ბიოფსიის პირველივე პასუხი გამაოგნებელი აღმოჩნდა. საქართველოში დასმულ მე-3 სტადიის კიბოს ვერსად მიაკვლიეს. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ განმეორებით ჩაუტარდა გამოკვლევა და აღმოჩნდა რომ პაციენტს ჰქონდა შარდის ბუშტის ინფექცია - ცისტიტი“,– წერს სოციალურ ქსელში სულაშვილი.

სულაშვილი კიდევ რამდენიმე სამედიცინო შემთხვევას იხსენებს, რომელიც ასევე საქართველოს უკავშირდება:

„ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს პატარა გოგონას ისტორია, რომელსაც საქართველოში სიმსივნე დაუდგინეს და ბავშვს რამდენიმე კვირის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს. საფრანგეთში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მედპერსონალის დაუდევრობით მუცელში დატოვებულმა სამედიცინო დოლბანდმა გამოიწვია მისი ჯანმრთელობის გაუარესება და სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

ასეთივე მძიმე დიაგნოზით ჩამოვიყვანეთ 14 წლის გოგონა. ფბ-ზე შემატყობინა მისმა მეგობარმა გამომიგზავნა და მომიყვა ისტორია, წინა დღეს, ავადმყოფი ბავშვის უძლური მამა, როგორ ჩამოხსნეს სუიციდისთვის მომზადებული თოკიდან. საბედნიეროდ, არც მის შემთხვევაში დადასტურდა კიბოს მე-4 სტადიის დიაგნოზი. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და ის სავსებით ჯანმრთელია.

ეს არ არის არც ერთეული და არც ათეული შემთხვევა. ეს ხდება მასიურად და დუმილი, სასტიკი დანაშაულია!

ჯანდაცვის სამინისტროს კოზირი, პაციენტების ისტორიის კონფიდენციალურობაა. ავადმყოფების და მათ ოჯახის წევრებზე ზეგავლენა. ჩემი კი - მოქალაქეობრივი თვითშეგნება და მორალი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S