Accentnews.ge
ენდელაძე კორონავირუსის მესამე ტალღას აპრილისთვის პროგნოზირებს

ენდელაძე კორონავირუსის მესამე ტალღას აპრილისთვის პროგნოზირებს

22/03/2021 17:34:18 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე კორონავირუსის მესამე ტალღას აპრილისთვის პროგნოზირებს. ენდელაძე მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს, ხალხმრავალი სარიტუალო ღონისძიებებისგან თავი შეიკავოს.

"აპრილში შეიძლება, იყოს მესამე ტალღა, მაგრამ ისეთი სიძლიერით არ იქნება. წარმოუდგენელია, რომ მოსახლეობამ არ გაითავისოს, რომ არ იყოს მასიური ქორწილები, ქელეხები, თორემ ეს თუ გაგრძელდა ისე, როგორც გასული წლის აგვისტოში გავთამამდით, კი ვნახეთ რაც მოხდა, ასე ალბათ არ იქნება და ამის პარალლურად იქნება ვაქცინაცია,"- განაცხადა "დღის კურიერში" მარინა ენდელაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა რეკომენდაციებზე, რომელიც მოქალაქეებმა ვაქცინაციამდე უნდა გაითვალისწინონ.

"წინა დღეებში თავს უნდა გრძნობდნენ დამაკმაყოფილებლად, შეიძლება თავის მედიკამენტებს იღებენ ქრონიკული პათოლოგიების მქონე მოქალაქეების და აგრძელებენ ამ მედიკამენტების მიღებას, მაგრამ აუცილებლად წინა დღეებში უნდა ვეცადოთ ნაკლებად ალერგიული საკვები მივიღოთ და ალერგენებთან არ გვქონდეს შეხება და თავს გრძნობდეთ ჯანმრთელად, არ იყოთ ავად. ამ ასაკის პაციენტებში კონტაქტი მაინც უნდა იყოს ალბათ ოჯახის ექიმთან,“ - ამბობს მარინა ენდელაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S