კახი კავსაძე რეანიმაციულ განყოფლებაში რჩება
22/03/2021 17:29:26 საზოგადოება
მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მსახიობი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, მსახიობი აპარატის გარეშე სუნთქავს, თუმცა მისი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.


