Accentnews.ge
შარლ მიშელი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

შარლ მიშელი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

22/03/2021 15:46:07 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, შარლ მიშელმა და ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები განიხილეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთიბები ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

მისივე თქმით, ახლა მოსკოვთან უთანხმოება არა ერთ საკითხზე არსებობს:

„რუსეთთან ურთიერთობები სხვა მიმართულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ დაფიქსირდება მდგრადი პროგრესი ისეთ თემებზე, როგორიცაა მინსკის შეთანხმების იმპლემენტაცია, ჰიბრიდული და კიბერთავდასხმების შეწყვეტა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და ადამიანის უფლებების პატივისცემა".

ამ კონტექსტში შარლ მიშელმა წამოსწია ალექსეი ნავალნის საკითხი. მან გაიმეორა ევროკავშირის მოწოდება, რომ ალექსეი ნავალნი უნდა გათავისუფლდეს და მისი მოწამვლის მცდელობის გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს.

ლიდერებმა ასევე განიხილეს კოვიდპანდემია, ვაქცინები და რეგიონული და გლობალური საკითხები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S