ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
22/03/2021 13:02:01 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3299 ლარი ეღირება, ევრო – 3.9636 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6089 ლარი.
დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.3326 ლარი ღირდა, ევრო – 3.9645 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.6440 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 მარტს ამოქმედდება.
ცნობისთვის: 22 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
მიმდინარე წელს ეს რიგით მეოთხე აუქციონია. ჯამში, ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს 160 000 000 დოლარი გაყიდა.


