Accentnews.ge
ტუსკი – ზურაბიშვილს: „შეგიძლიათ, გქონდეთ ევროპის სოლიდარობის იმედი მანამდე, სანამ თქვენ პატივს სცემთ ჩვენს საერთო სტრატეგიულ პოლიტიკურ მიზნებს“

ტუსკი – ზურაბიშვილს: „შეგიძლიათ, გქონდეთ ევროპის სოლიდარობის იმედი მანამდე, სანამ თქვენ პატივს სცემთ ჩვენს საერთო სტრატეგიულ პოლიტიკურ მიზნებს“

11/07/2019 07:40:05 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

შეგიძლიათ, გქონდეთ ევროპის სოლიდარობის იმედი მანამდე, სანამ თქვენი ქართული სოლიდარობა გრძელდება და სანამ თქვენ პატივს სცემთ ჩვენს საერთო სტრატეგიულ პოლიტიკურ მიზნებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„რაც შეეხება არჩევნებს, მივესალმები მიმდინარე პროცესებს, რომელიც ითვალისწინებს იმ ხარვეზების გამოსწორებას, რომლებიც წინა არჩევნების დროს ეუთო–ს სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა. ასევე მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, ჩაატაროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივა რეალურ შესაძლებლობას ქმნის, ხელი შეუწყოს ქართული დემოკრატიის პლურალიზს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და იმუშავონ ერთობლივად. 

ბათუმის კონფერენციაზე ჩემს მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ერთიანობის აუცილებლობის შესახებ ვისაუბრე. ჩემი ბრიუსელში მოღვაწეობის გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ შეგიძლიათ გქონდეთ ევროპის სოლიდარობის იმედი მანამდე, სანამ თქვენი ქართული სოლიდარობა გრძელდება და სანამ თქვენ პატივს სცემთ ჩვენს საერთო სტრატეგიულ პოლიტიკურ მიზნებს. დემოკრატია მუდმივ დებატებს გულისხმობს და არა სამოქალაქო ომს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული“,– განაცხადა ტუსკმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S