"სავარაუდოდ, "ასტრაზენეკას" ვაქცინით ავიცრები, რათა მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინაზე"
22/03/2021 10:30:01 საზოგადოება
"სავარაუდოდ, "ასტრაზენეკას" ვაქცინით ავიცრები, რათა მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინაზე", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინიტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
"სავარაუდოდ, ავიცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინითვაქცინით, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში", – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრს აცრის ზუსტი თარიღი .არ დაუკნკრეტებია.
საქართველოში პირველი აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 21 მარტის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 277 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 270 369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3710 გარდაიცვალა.


