
„გახარია შვებულებიდან გამოიყვანეს, რომ შექმნას „ქართული ოცნება“ 2“
22/03/2021 10:30:12 ციტატა
„პარასკევს ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შეასრულოს ეს თითქოს მისია, შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ“
ასე ეხმიანება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.