Accentnews.ge
ტიკარაძე ექიმების აცრის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეგიონებში კოლეგებთან შეხვედრებს საჩხერიდან დაიწყებს

ტიკარაძე ექიმების აცრის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეგიონებში კოლეგებთან შეხვედრებს საჩხერიდან დაიწყებს

22/03/2021 10:21:48 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ექიმების აცრის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეგიონებში კოლეგებთან შეხვედრებს საჩხერიდან დაიწყებს.

"ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის მხრიდან ჩვენს გვაქვს მიღებული და მე პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს და ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს ჩვენს კოლეგებთან. ვინაიდან საჩხერის კლინიკა იყო დასახელებული და ის იქნება ალბათ პირველი, რომელსაც მოვინახულებ და იმერეთის რეგიონში განვახორციელებ ვიზიტს", – განაცხადა ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალის მხრიდან დაბალია აქტივობა, განსაკუთრებით რეგიონებში, საუბარია სახელმწიფო კლინიკებზე, მათ შორის საჩხერის კლინიკაზეც.

საქართველოში პირველი აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 21 მარტის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 277 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 270 369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3710 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S