ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 65 წლის ზემოთ მოსახლეობას 25 მარტიდან შეეძლება
22/03/2021 10:10:49 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 65 წლის ზემოთ მყოფი პირებისთვის ვაქცინაცია დაიწყება.
„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი 75 და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე.
მისი თქმით, შესაბამის პორტალზე რეგისტრაცია 25 მარტიდან იქნება შესაძლებელი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნლ ასაკობრივ ჯგუფებში მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებიც შედიან.


