Accentnews.ge
უძრავი ქონების ბაზრის კვლევა – რომელ უბანში ღირს ბინა ყველაზე ძვირი

უძრავი ქონების ბაზრის კვლევა – რომელ უბანში ღირს ბინა ყველაზე ძვირი

22/03/2021 10:05:51 ეკონომიკა

"თიბისი კაპიტალი" თბილისის უძრავი ქონების ბაზრის კვლევას ავრცელებს.

კვლევის შედეგების თანახმად, 2021 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ბინების საშუალო ფასი 5.4%-ით შემცირდა, რაც ძირითადად პანდემიით გამოწვეულ შოკებსა და შემცირებულ მობილობას მიეწერება. ამის მიუხედავად, თებერვალში იანვართან შედარებით, საშუალო ფასმა 1.7%-ით მოიმატა.

ფასების ზრდის ფონზე, სტაბილურად იკლებს ქირის გადასახდელები. თებერვლის მდგომარეობით, ბოლო 12 თვეში საშუალო ქირის თანხა თითქმის 28%-ით შემცირდა.

პანდემიის მიუხედავად, თებერვალში ჯამურად 2 900 ბინა გაიყიდა, რომელთაგან 1 900 სრულიად ახალი იყო, 1 000-მდე კი – ძველი.

2021 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული ბინის 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $732 დოლარია, ძველის – $639. რაც შეეხება უბნებს, ახალი ბინები ყველაზე ძვირი შემდეგ რაიონებში ღირს:

  • მთაწმინდა – 1 კვ.მ > $1 100
  • ვაკე – 1 კვ.მ > $1 000
  • საბურთალო – 1 კვ.მ > $800
  • ჩუღურეთი – 1 კვ.მ ~ $800
  • დიდუბე – 1 კვ.მ < $800

ძველი ბინების ბაზარზე უბნებს შორის ვაკე ლიდერობს:

  • ვაკე – 1 კვ.მ > $950
  • მთაწმინდა – 1 კვ.მ ~ $950
  • საბურთალო – 1 კვ.მ ~ $800
  • დიდუბე – 1 კვ.მ ~ $700
  • კრწანისი – 1 კვ.მ > $600

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S