Accentnews.ge
EUobserver: ევროკავშირმა შესაძლოა, თურქეთს სანქციები ტურიზმის მიმართულებითაც დაუწესოს

EUobserver: ევროკავშირმა შესაძლოა, თურქეთს სანქციები ტურიზმის მიმართულებითაც დაუწესოს

22/03/2021 08:14:00 მსოფლიო

ევროპა მზად უნდა იყოს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანს "ყველაზე მტკივნეულ წერტილში – ეკონომიკის სფეროში მიაყენოს დარტყმა", თუ ანკარა კვიპროსის სანაპირო ზოლში ბურღვით სამუშაოებს არ შეწყვეტს, – ნათქვამია, EUobserver–ის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ანგარიშში.

"ეკონომიკის იმ სექტორების მიმართ, რომლებიც თურქეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უმკაცრესი სანქციები უნდა დაწესდეს. ასეთია, მაგალითად, ტურიზმი. ევროკავშირის ქვეყნებმა უარყოფითი რეკომენდაციები უნდა გასცენ თურქეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით და ანკარისთვის ტურისტული სერვისების მიწოდება აკრძალონ. ამასთან, მისაღებია ზომები ენერგო- და მასთან დაკავშირებულ სექტორებთან მიმართებაშიც, მაგალითად, აიკრძალოს საქონლისა და ტექნოლოგიების რიგი სახეობების იმპორტ–ექსპორტი", – ნათქვამია 16–გვერდიან ანგარიშში.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც თურქეთმა ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად სამძებრო სამუშაოები განაახლა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში დაძაბულობა გაიზარდა. აღნიშნულ საქმიანობას საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგებიან. მათ მხარს უჭერს ევროკავშირი. დასავლეთმა თურქეთს ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის მოსაპოვებლად ბურღვითი სამუშაოების შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდა, თუმცა ანკარა კვიპროსის სანაპიროსთან ინტენსიურ სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S