ბოლო 7 დღეში სომხეთსა და აზერბაიჯანში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა – ეპიდვითარება საქართველოს სამეზობლოში
22/03/2021 07:10:08 საზოგადოება
საქართველოს სამეზობლოში ეპიდვითარება თანდათან უარესდება. ბოლო 7 დღის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. რაც შეეხება რუსეთს, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და დაიღუპა, დაავადებით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მეტ–ნაკლებად სტაბილურია და იგი 8000–დან 10 000–მდე მერყევობს.
მარტიდან – 21 მარტამდე პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა. კერძოდ, სომხეთში ინფიცირების შემთხვევა 317–დან 1071 –მდე მერყევობს, აზერბაიჯანში – 376–დან 1 187–მდე.
რაც შეეხება თურქეთს, 15 მარტს ქვეყანაში დაავადება 15 503 ადამიანს დაუდასტურდა, 21 მარტს – 20 428 პირს.
21 მარტის ოფიციალური მონაცემებით, Covid-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში
- რუსეთი: 4 456 869 ინფიცირებული, 95 030 გარდაცვლილი
- თურქეთი: 3 013 122 ინფიცირებული, 30 061 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 246 304 ინფიცირებული, 3 351 გარდაცვლილი
- სომხეთი: 184 219 ინფიცირებული, 3 360 გარდაცვლილი
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 277 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 270 369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3710 გარდაიცვალა.


