Accentnews.ge
თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, თურქეთმა ქურთულ პოზიციებზე იერიში მიიტანა

თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, თურქეთმა ქურთულ პოზიციებზე იერიში მიიტანა

22/03/2021 06:39:31 მსოფლიო

თურქეთმა 20 მარტს საჰაერო დარტყმები მიიტანა ჩრდილოეთ სირიის ზონაზე, რომელსაც ქურთთა შეიარაღებულ რაზმები აკონტროლებენ, – იუწყება სირიის სამეთვალყურეო ცენტრი.

"თურქულმა რეაქტიულმა გამანადგურებელმა სირიის დემოკრატიული ძალების სამხედრო პოზიციებზე მიიტანა იერიში სოფელ საიდაში, აინ ისას სასოფლო დასახლებაში, რამაც ხმამაღალი აფეთქებები გამოიწვია", –განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის სამეთვალყურეო ცენტრმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის მონიტორინგის ცენტრის ცნობით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა იმავე დღეს, როდესაც შეტაკებები მიმდინარეობდა აინ ისსას რაიონში სირიის დემოკრატიულ ძალებსა და დაჯგუფებებს შორის, რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს:

"ორ მხარეს შორის შეტაკებები ბოლო 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა... თურქულ ძალებს წინსვლა გაუჭირდათ, რადგან სირიის დემოკრატიულმა ძალებმა თურქული ტანკი გაანადგურეს".

ინფორმაციისთვის: ეს პირველი იერიში იყო "ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის" შემდეგ. 2019 წელს ანკარამ და მისმა სირიელმა მოკავშირეებმა ჩრდილოეთ სირიაში სირიის დემოკრატიული ძალების წინააღმდეგ სამხედრო კამპანია განახორციელეს. ოპერაციამ თურქეთს შესაძლებლობა მისცა, კონტროლი მოეპოვებინა "უსაფრთხო ზონაზე" სირიაში, რომლის სიგრძეც დაახლოებით, 120 კმ-ია, ხოლო სიღრმე - 32 კმ. თუმცა, სოფელი აინ ისსა ქურთული ძალების კონტროლქვეშ დარჩა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S