დათა პაპას მავთულხლართებთან დაემშვიდობებიან
22/03/2021 06:06:19 საზოგადოება
ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს – დავით ვანიშვილს დღეს დაკრძალავენ.
როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, ვანიშვილების ნათესავებს, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაკრძალვის ცერემონიალზე დაწრების შესაძლებლობა არ მიეცემათ.
ამ დროისთვის ვანიშვილების ეზოში გავლებულ მავთულხლართთან, რომელიც დათა პაპას კარ–მიდამოს ორ ნაწილად ჰქოფს, სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.
დაახლოებით, 15:00 საათისთვის დათა პაპას მავთულხლართებთან მოასვენებენ და ამგვარად დაემშვიდობებიან ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს დანარჩენი საქართველოდან.


