Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა, მათ შორის, თურქეთშიც იმატა

კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა, მათ შორის, თურქეთშიც იმატა

22/03/2021 05:52:15 მსოფლიო

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 124 მილიონს უახლოვდება. ბოლო 24 საათში, Covid-19-ის ნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა, მათ შორის, თურქეთშიც იმატა: ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

თურქეთიდან, ალბანეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა საბერძნეთმა, თუმცა, მგზავრებს ნეგატიური Covid-ტესტის წარდგენა და ერთკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ზოგადად, საერთაშორისო ფრენებზე საბერძნეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები 5 აპრილამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S