Accentnews.ge
გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 262 შემთხვევა

გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 262 შემთხვევა

21/03/2021 07:35:23 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი ფაქტი დაფიქსირდა - ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

11 923 ჩატარებული ტესტით გამოვლინდა 262 ახალი შემთვევა. მათ შორის, თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 15, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,20 %.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 189 პაციენტი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ვირუსით ინფიცირების 277 480 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 3 700 ადამიანი Covid 19-ს ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 269 973 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid 19 პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S