Accentnews.ge
ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 422 შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 422 შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი გარდაიცვალა

20/03/2021 07:14:14 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 422 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი, გამოჯანრმთელდა 158 პირი.

დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 23 169 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 915, „პისიარ“-ტესტით – 9 254.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,82%, ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო 7 დღის – 1,49%.

კარანტინის რეჟიმშია 235, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 423 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 168 პირი.

ამასთან, 19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 242 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 218 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 784 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 691 პირი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S