Accentnews.ge
"თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე, გვაქვს შემდეგი პერსპექტივა: მოიმატებს შემთხვევებიც და სიკვდილიანობაც"

"თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე, გვაქვს შემდეგი პერსპექტივა: მოიმატებს შემთხვევებიც და სიკვდილიანობაც"

19/03/2021 20:10:32 საზოგადოება

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმ შესაძლო სცენარის განვითარებაზე საუბრობს, რაც შეიძლება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის თქმას მოჰყვეს.

"თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე, გვაქვს შემდეგი პერსპექტივა: შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, გარდაცვლილთა რაოდენობაც, სამწუხაროდ, მოიმატებს. გვექნება ის ავადსახსენებელი მესამე ტალღა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და დანარჩენი ქვეყნები ევროპასა და ამერიკაში ელოდებიან. ამას მოჰყვება ახალი შეზღუდვები, ლოკდაუნები, ეკონომიკის რეცესია, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების პირობების გაუარესება და ყველაფერი ის, რაც ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ. ახლა მოსახლეობამ გააკეთოს არჩევანი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა გამოიჩენს მისთვის ჩვეულ სიბრძნეს და რომ ეს სკეპტიციზმი, იქნება მხოლოდ დროებითი და უახლოეს მომავალში, უკვე მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს", – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S