Accentnews.ge
ჯანმო: "ასტრაზენეკას" სარგებელი მის რისკებს აჭარბებს"

ჯანმო: "ასტრაზენეკას" სარგებელი მის რისკებს აჭარბებს"

19/03/2021 18:00:52 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "ასტრაზენეკაზე" დასკვნას აქვეყნებს, რომლის თანახმად, ხსენებულ ვაქცინას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე რისკი.

როგორც ჯანმო-ს მიერ გავრცელებულ დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტთა ჯგუფმა ასტრაზენეკასა და თრომბოემბოლიას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ვერ იპოვა.

"ასტრაზენეკას" აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა შეამციროს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათი და უნიკალური თრომბოემბოლიური მოვლენები, როგორიცაა ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზი (CVST) დაფიქსირდა ევროპაში "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის შემდეგ, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს გამოწვეულია ვაქცინაციით",– ნათქვამია ჯანმო–ს დასკვნაში.

იხილეთ ასევე: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, ლიეტუვა, ლატვია, სლოვენია და ბულგარეთი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრებს აგრძელებენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S