Accentnews.ge
გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, ლიეტუვა, ლატვია, სლოვენია და ბულგარეთი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრებს აგრძელებენ

გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, ლიეტუვა, ლატვია, სლოვენია და ბულგარეთი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრებს აგრძელებენ

19/03/2021 06:07:24 მსოფლიო, საზოგადოება

ევროპის ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, ლიეტუვა, ლატვია, სლოვენია და ბულგარეთი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრებს აგრძელებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება „ევროპის წამლის სააგენტოს" (EMA) მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმად, "ვაქცინა უსაფრთხოა და მისი სარგებელი პრეპარატის რისკს გადაწონის". EMA–ს მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ბრიტანეთის მარეგულირებელმა.

"მივედით დასკვნამდე, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური. ამასთან, ვაქცინას არ აქვს კავშირი თრომბოემბოლიური მოვლენების ან თრომბის განვითარების რისკის ზრდასთან", – განაცხადა "ევროპის წამლის სააგენტოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ კუკმა.

ცნობისთვის: 15 მარტიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი "ასტრაზენეკას" ვაქცინით მიმდინარეობს. გუშინ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა. კერძოდ, ახალციხეში, კლინიკა "იმედში" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა და იგი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ვარაუდით, მას ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. გუშინვე ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა, რომლის დასულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

„18 მარტს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის წამლების მარეგულირებლის მხრიდან და სულ რამდენიმე წუთის წინ შეიტყვეთ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის აღიარებულია როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე – რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს საფუძველს, შეჩერდეს მისი მოხმარება. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“,– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ასევე: აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი: "წარმოუდგენელი უზნეობაა ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად, შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S