"დათა ვანიშვილი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას"
19/03/2021 15:16:17 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. ეს ის ადამიანია, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია. იგი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას", - აცხადებს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 88 წლის დათა პაპა, რომელიც ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობდა დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ვანიშვილს საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. მას მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად ჩადიოდნენ.
![]()


