Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება

საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება

19/03/2021 12:06:59 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საგაგნგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გუშინ, ექსპერტების რეკომენდაციით ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება რომ ვაქცინაციის პროცესი "ასტრაზენეკას" შემთხვევაში გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე. გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად, და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ყველა ის ჯავშანი, რომელიც მედიკოსებს ჰქონდათ ამბულატორიულ კლინიკებში გაკეთებული დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება ამბულატორიულ კლინიკებში 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და ყველა იმ პირობასთან ერთად, რაც როგორც ამბულატორიაში, ასევე სტაციონარებში არის უზრუნველყოფილი ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის, აქ არის კიდევ დამატებით რეანიმაციული განყოფილება, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩარევა იყოს დროული", – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის: ახალციხეში, გუშინ 18 მარტს კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმების ვარაუდით, პაციენტს ანაფელაქციური რეაქცია განუვითარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის".

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ საღამოს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება:

"ევროპის წამლის სააგენტოს" მიერ ის აღიარებულია როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე – რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს საფუძველს, შეჩერდეს მისი მოხმარება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S