Accentnews.ge
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია შეჩერდა, ბათუმსა და ქობულეთში გრძელდება

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია შეჩერდა, ბათუმსა და ქობულეთში გრძელდება

19/03/2021 09:59:42 საზოგადოება

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვაქცინაცია ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისათვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ბათუმსა და ქობულეთში 300-ზე მეტი მედიკოსია აცრილი.

ცნობისთვის: ახალციხეში, გუშინ 18 მარტს კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმების ვარაუდით, პაციენტს ანაფელაქციური რეაქცია განუვითარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის".

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ საღამოს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება:

"ევროპის წამლის სააგენტოს" მიერ ის აღიარებულია როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე – რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს საფუძველს, შეჩერდეს მისი მოხმარება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S