27 წლის ექთანი გარდაიცვალა
19/03/2021 08:14:10 საზოგადოება
27 წლის ექთანი – მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას გული დაახლოებით, 12:00 საათზე გაუჩერდა.ამ დროისთვის კლინიკის ეზოში გარდაცვლილის ნათესავები იმყოფებიან. ადგილზე მძიმე ემოციური ფონია.
დილისკენ პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, რომ ღამე მძიმე იყო და სტაბილიზაციის მიღწევა დილისკენ მოხერხდა.
დაახლოებით, 11:00 საათზე მედიასთან კომენტარი გააკეთა მკურნალმა ექიმმა ლევან რატიანმა:
„კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგმარეობა როგორც ანამნეზიდან ირკვევა, სავარაუდოდ, გამოწვეულია ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ჩვენდა სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შესაძლებელია, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით“.
გუშინ ახალციხეში, კლინიკა "იმედში" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა.
მანამდე, კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საუბრობდა იმაზე, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და არსებობდა გულის გაჩერების რისკი. რატიანის თქმით, ანამნეზიდან გამომდინარე, მდგომარეობა გამოწვეული იყო, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკით.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ საღამოს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.


