„ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი აღარ გაგვაჩნია. სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შესაძლებელია, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით“
19/03/2021 07:10:26 საზოგადოება
27 წლის ექთნის – მეგი ბაქრაძის მკურნალის ექიმის ლევან რატიანის ცნობი, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
„კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგმარეობა როგორც ანამნეზიდან ირკვევა, სავარაუდოდ, გამოწვეულია ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ჩვენდა სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შესაძლებელია, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით“,– განაცხადა ლევან რატიანმა.
გუშინ ახალციხეში, კლინიკა "იმედში" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ საღამოს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.


