Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 360 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 360 შემთხვევა გამოვლინდა

19/03/2021 06:50:43 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 360 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი, გამოჯანრმთელდა 242 პირი.

დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 23 827 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 915, „პისიარ“- ტესტით – 8 912.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,51%, ბოლო 14 დღის – 1,51%, ბოლო 7 დღის – 1,37%.

კარანტინის რეჟიმშია 235, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 434 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 154 პირი.

ამასთან, 18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 796 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 626 პირი გამოჯანმრთელდა, 3 683 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S