Accentnews.ge
"27 წლის ექთნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა"

"27 წლის ექთნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა"

19/03/2021 05:23:40 საზოგადოება

პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძის თქმით, 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

მისივე თქმით, პაციენტი ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება.

გუშინ ახალციხეში, კლინიკა "იმედში" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ საღამოს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S