Accentnews.ge
„მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო“ – ტიკარაძე კონსილიუმის შემდეგ 27 წლის მედდის მდგომარეობაზე საუბრობს

„მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო“ – ტიკარაძე კონსილიუმის შემდეგ 27 წლის მედდის მდგომარეობაზე საუბრობს

18/03/2021 18:50:29 საზოგადოება

პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების კონსოლიუმის შემდეგ განაცხადა. საუბარია 27 წლის მედდაზე, რომლის მდგომარეობაც იმუნიზაციის შემდეგ დამძიმდა.

მინისტრის ქმით, პაციენტს უტარდება საჭირო კვლევები, რაც გათვალისწინებული იქნება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შემუშავებისთვის.

„შემდგომი 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის და უნდა დაველოდოთ შემდგომ მოვლენებს“,– განაცხადა მინისტრმა.

პირველი საუბივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის შეფასებით, პაციენტის გემოდინამიკა არასტაბილურია.

„ჩატარდა ყველა კვლეა, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენი პირველი მიზაია, პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად იქნეს გამოყვანილი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“,– განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის: 27 წლის მედდამ იმუნიზაციიდან დაახლოებით, ნახევარ საათში თავი შეუძლოდ იგრძნო: დაეწყო ქავილი, ყელის წვა, შემდეგ კი ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. პაციენტი ამ დროისთვის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S