Accentnews.ge
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი არ შეფერხდება

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი არ შეფერხდება

18/03/2021 16:49:12 საზოგადოება

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება,– ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროი გამართული 2–საათიანი მსჯელობის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვაქცინა აღიარებულია როგორც უსაფრთხო, რომელსაც აქვს მეტი საგებელი, ვიდრე რისკი.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის წამლების მარეგულირებლის მხრიდან და სულ რამდენიმე წუთის წინ შეიტყვეთ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის აღიარებულია როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე – რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს საფუძველს, შეჩერდეს მისი მოხმარება. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“,– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება 27 წლის მედდას, რომლის მდგომარეობაც იმუნიზაციის შემდეგ დამძიმდა, მინისტრის თქმით, ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.

„რეგუირების სააგენტო იმყოფებოდა ადგილზე და მოხდა დეტალური მოკლვლევა ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში. ყველა ეს დოკუმენტაცია გადაეცემა გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს და დაიწყება შესწავლა. ჩვენ მოქალაქეებს მივაწვდით ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრვი კავშირის შესახებ, თუ რატომ დადგა ფაქტი“.

მისივე თქმით, პაციენტის მკურნალობის მეთოდზე საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების მლტიპროფილური გუნდი იმსჯელებს:

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით გვექნება საიმედო გამოსავალი პაციენტთან მიმართებაში“.

ცნობისთვის: 27 წლის მედდამ იმუნიზაციიდან დაახლოებით, ნახევარ საათში თავი შეუძლოდ იგრძნო: დაეწყო ქავილი, ყელის წვა, შემდეგ კი ანაფილაქსიური შოკი განუვიტარდა. პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S