Accentnews.ge
„2 მილიარდ 910 მილიონი ლარის სესხი გაიცა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება  იყო 415 მლნ ლარი“

„2 მილიარდ 910 მილიონი ლარის სესხი გაიცა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება  იყო 415 მლნ ლარი“

18/03/2021 12:15:51 საზოგადოება, რეკლამა

„2 მილიარდ 910 მილიონი ლარის სესხი გაიცა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება იყო 415 მლნ ლარი“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უნივერსალური პროექტი არის შეღავათიანი აგროკრედიტი, რაც გულისხმობს ყველა დარგის თანაბარწილად დაფარვას სოფლის მეურნეობის და სასურსათო პროდუქციის წარმოების კუთხით. აქ 2 მილიარდ 910 მილიონი ლარის სესხი გაიცა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება იყო 415 მლნ ლარი, კონკრეტული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების კუთხით. რომ არა ეს ინსტრუმენტი, წინა წლებში, საბანკო სექტორიდან დაფინასება არ არსებობდა. პირველად წარმოებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტში დახმარება. ხშირ შემთხვევაში, იმის გამო, რომ რომ შევავსოთ კაპიტალის დეფიციტი და ის ვაკუუმი, რაც ამ პერიოდში წარმოიშვა მოსახლეობის ფინანსური ან სოფლის მეურნეობაში ჩართული სუბიექტების შესაძლებლობების კუთხით, ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ვერტიკალური ინტერვენციები, რომელიც გულისხმობს საგრანტო თანადაფინანსებებს; როგორც წესი, 1 ლარი არის 3-4 ლარის კერძო ინვესტიციის მიმზიდველი ბერკეტი; უნდა აღვნიშნოთ, რომ 2015-2021 წლის მიმდინარე პერიოდამდე, 103 ახალი საწარმო შეიქმნა საგრანტო დაფინანსებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S