Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი: „აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ბოლო წლების გამოწვევა იყო, რომელიც ქვეყანამ, ვფიქრობ, წარმატებით დაძლია”

ლევან დავითაშვილი: „აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ბოლო წლების გამოწვევა იყო, რომელიც ქვეყანამ, ვფიქრობ, წარმატებით დაძლია”

18/03/2021 11:14:11 საზოგადოება, რეკლამა

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ბოლო წლების გამოწვევა იყო, რომელიც ქვეყანამ, ვფიქრობ, წარმატებით დაძლია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველომ, ფიტოსანიტარული კუთხით, შეიძინა ის შესაძლებლობები, რომელიც ადრე არ ჰქონდა. დღეს, ფიტოსანიტარული სამსახური, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში და, არა მხოლოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ დიდმა გამოწვევამ განაპირობა, დიდი ინვესტიციები განგვეხორციელებინა ამ მიმართულებით და, დღეისათვის, ჩვენი მიდგომები წამყვანი ქვეყნების მიერ - ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ევროპის ბევრი ქვეყანა, აღიარებულია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით საუკეთესოდ, ხოლო სპეციალისტები საერთაშორისო სემინარების, თუ როგორ დავძლიეთ ასეთი მასშტაბური გამოწვევა მონაწილენი არიან”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S