Accentnews.ge
ტიკარაძე – პატრიარქთან შეხვედრაზე: "მაქვს ვალდებულება საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული"

ტიკარაძე – პატრიარქთან შეხვედრაზე: "მაქვს ვალდებულება საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული"

18/03/2021 10:49:41 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართული შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეპიდვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად გადაიდგმება.

"შეხვედრის მიზანი იყო მისი [პატრიარქის] ინფორმირება დეტალურად, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი. მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს კოვიდ პანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად", - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საპატრიარქომ დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა "ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ".

"პატრიარქის განწყობა არის ცალსახად ის, რომ ის, როგორც ჩვენ, ვართ მომხრე, რომ ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინაცია. არ იქნება არანაირი დაძალება და იძულება ჩვენი მოქალაქეების. მნიშვნელოვანია მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სარგებელთან დაკავშირებით და ჩვენ გავიარეთ ეს მიმდინარე მოვლენები", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, ვისი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, ტიკარაძემ შემდეგი განაცხადა:

"შეხვედრა იყო ორმხრივი ინიციატივით. მეც ვთვლი, რომ მაქვს ვალდებულება საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც დღეს ქვეყანაშია. შევხვდი პატრიარქს და მისი განწყობა არის ცალსახად, რომ ის, როგორც ჩვენ ვართ მომხრე ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინა, არ იქნება არანაირი დაძალება და იძულება მოქალაქეების. მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება უსაფრთხოებასთან, სარგებელთან დაკავშირებით და ჩვენ გავიარეთ ეს საკითხები"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S