პრეზიდენტმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა
18/03/2021 09:02:03 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.
მან სამედიცინო პერსონალს მოუწოდა, აიცრან, რათა დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და არ იყვნენ გადამდები.
"თუ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, რომ ეს საშუალება გამოვიყენოთ, რამეთუ დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა და გამოვიდეთ კრიზისიდან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში "ასტრაზენეკას" 43 200 დოზაა შემოსული.


