ტიკარაძე დღეს ილია მეორეს შეხვდება
18/03/2021 07:16:55 საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 18 მარტს მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.
უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რა საკითხზე გაიმართება შეხვედრა. მათი ცნობით, მინისტრი საპატრიარქოში 14:00 საათზე მივა.
17 მარტს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მზადაა საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდეს და ვაქცინასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხოს.
მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიიღწა.


